ქართული ოცნების საპარლამენტო სიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს

10 სექტემბერი 2024, 20:31 347 ნახვა

დღეს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პარტიული სიის პირვეული ოცეულის სიის პრეზენტაცია გამართა. ამ პრეზენტაციით ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიას სათავეში უდგება. ორჯერ საქართველოს პრემიერმინისტრის რანგში მყოფი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. 

პარტიის მეორე ნომრად ქვეყნის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძეა. იგი ბოლო რამდენიმე წელია მმართველი გუნდის წამყვან პოზიციებზეა. იყო საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარე, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ბოლოს პრემიერმინისტრი.

მესამე ადგილს ასევე ყოფილი ორგზის პრემიერმინისტრი და პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი იკავებს. მას კი პარლამენტი მოქმედი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოსდევს. მეხუთე ადგილს კი ქართული ოცნების ერთ-ერთი აქტიური სახე მამუკა მდინარაძე იკავებს.

საპარლამენტო სიის მეექვე ნომრად კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი წარმოადგინეს, რომელსაც ლეგენდარული სპორტსმენი, მრავალგზის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ტალახაძე მოყვება. საპარლამენტო სიის შემდეგი შემადგენლობა ასეთი ტანმიმდევრობითაა:ვახტანგ თურნავა, მაკა ბოჭორიშვილი, გენო პეტრიაშვილი, სოზარ სუბარი, მარიამ ქვრივიშვილი, ანრი ოხანაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ეკა ჭიჭინაძე, შოთა ბერეკაშვილი, ლევან მახაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, გიორგი გაბუნია და ლიკა შარტავა.

საპარლამენტო სიის წარმდგენმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახლანდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები: „ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც საზოგადოებამ საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს, თუ მშვიდობას, ირჩევს საზოგადოების მორალურ გადაგვარებას, თუ ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს ბნელ წარსულს, თუ საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს. დარწმუნებული ვართ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით გაიმარჯვებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რაც საქართველოში მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობისა და საქართველოს ნათელი, ევროპული მომავლის გამარჯვებას ნიშნავს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, 26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად საქართველო გაიმარჯვებს“, 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში