არასამთავრობოთა დაფინანსების საგრანტო პროგრამა - შეფასებები

10 სექტემბერი 2024, 14:48 272 ნახვა

მთავრობის მეირ რეესტრში რეგისტრირებული არასამთავრობოებისთვის საგრანტო პროგრამის დაწყება დღესაც პოლიტიკური შეფასებების საგანია. არასამთავრობო ორგანიზაციების მთავრობასთან აფელირებას უხერხულს უწოდებს ოპოზიცია. მათი თქმით,  ამ გზით არასამთავრობო ორგანიზაციები დამოუკიდებლობას ვერ შეინარჩუნებენ და ეს ნაბიჯი არ შეიძლება ჩაითვალოს არჩევნების ხელშემწყობ ღონისძიებად, არამედ უნდა ჩაითვალოს მისი გაყალბებისთვის გადადგმული კიდევ ერთ ნაბიჯად.

არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე პრემიერ-მინისტრის განცხადება შეაფასა თბილისის მერმაც და აღნიშნა, რომ მათ ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ.

კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გვერდით დაუდგება ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს ან ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან და არა სხვის.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში