აშშ-ის ელჩის განცხადება

10 სექტემბერი 2024, 11:15 317 ნახვა

ამერიკის ელჩი ბათუმში განახლებული ამერიკული კუთხის გახსნას ბათუმის მერთან ერთად დაესწრო. ბათუმის ამერიკული კუთხე ყველაზე დიდია საქართველოში 20 ამერიკულ სივრცეს შორის. დიპლომატი გაეცნო იმ შემოქმედებით პროგრამებს, რომლითაც ახალგაზრდები ამერიკულ კუთხეში სარგებლობენ.

მოხალისეებმა და ინგლისური ენისა და მეწარმეობის პროგრამების მონაწილეებმა ელჩს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება. მათ ასევე ისარგებლეს ამ განსაკუთრებული ვიზიტით და რობინ დანიგანს ჰკითხეს მისი გამოცდილების შესახებ საქართველოში.

ბათუმში მყოფმა ელჩმა ასევე განცხადება გააკეთა "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონზეც. 

რობინ დანიგანის განცხადებით, იყო ბევრი დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ სად მიდის შტატების დახმარება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში