აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ჩირუხის მთაზე ახალი გზა გაჰყავს

10 სექტემბერი 2024, 10:40 468 ნახვა
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ჩირუხის მთაზე ახალი გზა გაჰყავს. ინფორმაციას დეპარტამენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ  ჩირუხის მთაზე ზიპლაინთან მისასვლელი ახალი 4,7 კმ სიგრძის გზის გაყვანა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულია დეპარტამენტის ბალანსზე არსებული 10 სპეც-ტექნიკა. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზა უკვე გაყვანიალია და ამ ეტაპზე მოხრეშვა-მოშანდაგება ხდება. ამის გარდა, პარალელურ რეჟიმში,  მთა ჩირუხიდან გოდერძის უღელტეხილამდე მისასვლელი ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის აღდგენაც მიმდინარეობს. 

აჭარის საავმტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  აღნიშნული გზების მოწესრიგება ხელს შეუწყობს ტურისტებისა და ადგილობრივების კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.

 

 


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში