ბათუმი პირველად რომის იმპერიის ისტორიისა და არქეოლოგიისადმი მიძღვნილ „ლიმეს კონგრეს 2024” - ს მასპინძლობს. ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კვლევითი ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტის პროფესორები და წამყვანი სპეციალისტები ესწრებიან.
კონფერენციაში 42 ქვეყნის 300-მდე დელეგატი მონაწილეობს. კონგრესის მთავარი თემა, რომის იმპერიის საზღვრების ისტორიაა. საუბარია ლოჯისტიკაზე, ეკონომიკურ ურთიერთობაზე, ვაჭრობაზე, კულტურაზე, პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე, ასევე ახალ არქეოლოგიურ გათხრებზე.
სესიების გარდა 9 დან 14 სექტემბრის ჩათვლით ბათუმში დაგეგმილია ექსკურსიები ღირსშესნიშნავ ადგილებში. „ლიმეს კონგრესი 2024“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს.