საქართველოს ეროვნული ნაკრები ტირანაშია, სადაც ხვალ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას ალბანეთის ნაკრებთან გამართავს. „ჯვაროსნებმა“ ერთა ლიგის გათამაშება დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყეს.
თბილისში ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი ვილი სანიოლის გუნდმა 4:1 მოიგო.
ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩს საქართველოს ნაკრები ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ ტირანაში 10 სექტემბერს გამართავს.
შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. თამაშის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.