ერთადერთი, რასაც მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ტიმოთი ბლაუველთისგან მოველი, არის ბოდიში დავით მათიკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ - შალვა პაპუაშვილი

07 სექტემბერი 2024, 16:53 274 ნახვა

გამაოგნებელია, რომ დონორი თავად არის ჩართული პოლიტიკოსებისა და მათი არასრულწლოვანი შვილების მიმართ სიძულვილის კამპანიაში, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დავით მათიკაშვილზე თავდასხმის ფაქტს, რომელიც „ამერიკული საბჭოს“, ხელმძღვანელმა ტიმოთი ბლაუველთმა გადაიღო და გაავრცელა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, კითხვებისგან დამალვა არ არის გამოსავალი.

„გამაოგნებელია, რომ დონორი თავად არის ჩართული პოლიტიკოსებისა და მათი არასრულწლოვანი შვილების მიმართ სიძულვილის კამპანიაში. ორმაგად მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ „ამერიკული საბჭო“, რომელსაც ტიმოთი ბლაუველთი ხელმძღვანელობს, საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობს. კითხვებისგან დამალვა არ არის გამოსავალი. ერთადერთი, რასაც მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ამ ადამიანისგან მოველი, არის ბოდიში პარლამენტის წევრის, დავით მათიკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 25 აგვისტოს ოჯახთან ერთად თბილისში ბრუნდებოდა, როდესაც მიუნხენის აეროპორტში თავს დაესხა მისთვის უცნობი ქალბატონი. დეპუტატის თქმით, მოქალაქე მისი და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში