პედოფილიის რეესტრისა და მონიტორინგის მექანიზმის შექმნის ინიციატივა

06 სექტემბერი 2024, 14:01 253 ნახვა

პედოფილიის რეესტრისა და მონიტორინგის მექანიზმის შექმნის ინიციატივა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კრიმინოლოგებს წარუდგინა.

პროგრამის მიხედვით, ელექტრონულ რეესტრში შეყვანას, მონიტორინგს და უფლებების ჩამორთმევას დაექვემდებარებიან ის მსჯავრდებულები, რომელთაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოავლენს ბავშვების, არასრულწლოვანი პირების მიმართ ჩადენილ სექსუალური გამოძალვასა და სქესობრივ დანაშაულებში, ასევე ის პირები, რომლებიც პირადი ცხოვრების კადრებს მოიპოვებენ და ავრცელებენ ანგარების მიზნით.

აღნიშნული დანაშაულებისთვის მსჯავრდებულების მიმართ გამოყენებული იქნება სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიება.

სახელმწიფო მონიტორინგი კი მოიცავს გარკვეული პერიოდულობით მსჯავრდებული პირის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების ვალდებულებას, საცხოვრებელ და სამუშაო მისამართზე მის  შემოწმებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი