„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტი

05 სექტემბერი 2024, 18:19 263 ნახვა

"ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება  ოპოზიციურ სპექტრში. ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ ცვლილებები "ოცნების" საარჩევნო მიზნებს ემსახურება. ნაწილი საკანონმდებლო პაკეტში შემავალ ორ კანონს მხარს უჭერს.

პოლიტიკოსები ეხმაურებიან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებასაც. რომელშიც წერია, რომ ევროკავშირი გმობს "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღებას.

ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ინტეგრაციის გზაზე, მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი კანონმდებლობა, სათანადო საჯარო კონსულტაციებისა და ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი, საფუძვლიანი ანალიზის გარეშე იქნა მიღებული. როგორც მმართველ გუნდში ამბობენ,  პაკეტი მხოლოდ პრევენციული ხასიათისაა და არანაირი უფლების შეზღუდვაზე საუბარი არ არის.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი