უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თანამდებობა დატოვა

04 სექტემბერი 2024, 10:35 388 ნახვა
00:00
00:00
 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თანამდებობა დატოვა.

კულებას გადადგომის შესახებ წარდგენილი განცხადება რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

სტეფანჩუკი წერს, რომ განცხადებას უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

ცნობისთვის, გუშინ უკრაინაში თანამდებობა სამმა მინისტრმა დატოვა. ესენი არიან, სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი ოლექსანდრ კამიშინი, იუსტიციის მინისტრი დენის მალიუსკა და გარემოს დაცვის მინისტრი რუსლან სტრილეტსი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი