რუსელმა ძალებმა ლვოვი დაბომბეს - არის მსხვერპლი

04 სექტემბერი 2024, 10:29 345 ნახვა
 
რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად უკრაინის ქალაქ ლვოვში, მთავარ ავტოსადგურთან ახლოს მდებარე საცხოვრებელ კორპუსებში ხანძარი გაჩნდა. დაღუპულია, სულ მცირე, სამი ადამიანი, დაშავებულია 38 მოქალაქე.

ამასთან, დაზიანებულია 50-ზე მეტი სახლი, ორი სკოლა და სამედიცინო დაწესებულება.

გასულ ღამეს, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა დნეპროპეტროვსკის რეგიონში ქალაქ კრივოი როგზე. დაშავებულია ხუთი ადამიანი. დაზიანებულია რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და სასტუმრო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი