„გამომყევი აჭარაში“ კამპანიის პირველადმა შედეგებმა 200 მილიონს გადააჭარბა - ტურიზმის დეპარტამენტი

03 სექტემბერი 2024, 17:26 315 ნახვა

შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანია „გამომყევი აჭარაში“ დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კამპანიის პირველადი შედეგებით, აჭარის შესახებ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული კონტენტის წვდომამ (Reach) 200 მილიონს გადააჭარბა, რაც 100 მილიონით აღემატება გასული წლის შედეგებს.

„კამპანიის მონაწილე ინფლუენსერები და მოგზაურები ორი თვის განმავლობაში მოგზაურობდნენ აჭარაში და ასიათასობით შიდა ტურისტს აცნობდნენ აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს. ამ ეტაპზე, კამპანიის შედეგების ანალიზი მიმდინარეობს. პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე კი, რომელიც სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება, გამოვლინდება კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნებული კონტენტით, რომელმა მოგზაურ-ინფლუენსერებმა დააგროვეს მაქსიმალური წვდომები (Reach) და მოიპოვეს კამპანიის მთავარი პრიზები.

კამპანია „გამომყევი აჭარაში“ პირველად გასულ წელს ჩატარდა. შარშან, ორთვიანი კამპანიისას, ბლოგერების მიერ აჭარის შესახებ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა კონტენტმა 100 მილიონი წვდომა დააგროვა. გასული წლის მსგავსად, წელსაც ყველაზე კარგი შედეგები იმ ცნობილმა ბლოგერ-ინფლუენსერებმა აჩვენეს, რომლებიც აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებსა და რეკომენდაციებს აქტიურად უზიარებდნენ გამომწერებს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი