თბილისში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა - არის მსხვერპლი

03 სექტემბერი 2024, 14:46 535 ნახვა
 
 
თბილისში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა.
 
არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რომლებიც ტექნიკურ სამუშაოებს ასრულებდა.
 
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი