ცდილობდნენ გასაჩივრებით გაეუქმებინათ რეკორდიც და პირველი ადგილიც, თუმცა, ჩვენების ბრძოლა (აქაც) წარმატებით დასრულდა - მამუკა მდინარაძე

01 სექტემბერი 2024, 20:49 316 ნახვა

პარამძლეოსან, გიგა ოჩხიკიძეს ბირთვის სროლაში მოპოვებული ოლიმპიური ოქროს მედალი დაუბრუნეს. მომხდარს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ეხმიანება.

„ბოლო რამდენიმე საათი უმძიმესი იყო, ცდილობდნენ გასაჩივრებით გაეუქმებინათ რეკორდიც და პირველი ადგილიც, თუმცა, ჩვენების ბრძოლა (აქაც) წარმატებით დასრულდა, სამართალმა იზეიმა და პარალიმპიური ოქრო ჩვენია!

 

ვულოცავ გიგა ოჩხიკიძეს და საქართველოს!“, - წერს იგი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი