“ბოლომდე დავიცავთ ჩვენი საამაყო პარაათლეტის გიგა ოჩხიკიძის უფლებებს” - რატი იონათამიშვილი

01 სექტემბერი 2024, 17:59 379 ნახვა

ქართველი პარაათლეტის,გიგა ოჩხიკიძის ასპარეზობის შემდეგ მომხდარ სკანდალურ ფაქტს, რასაც მოპოვებული ოქროს და მსოფლიო რეკორდის გაუქმება მოყვა საქართველოს პარალიმპური კომიტეტის პრეზიდენტი რატი იონათამიშვილი ეხმაურება. 

“როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, გიგა ოჩხიკიძის შედეგები გაასაჩივრეს მოროკოს და ირანის დელეგაციებმა, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გამოცხადდა გამარჯვებული და ყველა ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა გიგა ოჩხიკიძის შედეგიც და რეკორდიც, ბირთვის კვრის ორგანიზატორება გადაწყვეტილება შეცვალეს. ჩვენ დაუყონებლივ გავასაჩუვრეთ ეს გადაწყვეტილება და ახლაც განხილვის პროცესში ვართ. გვქონდა რამდენიმე საათიანი შეხვედრა ორგანიზატორებთან და მსაჯებთანაც, წარვადგინეთ ვიდეო მტკიცებულებებიც, რომ გიგა სწორად ისვრის ბირთვს. 

5 სექტემბერს, ჩანიშნულია ჩემი პირადი შეხვედრა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ენდრიუ პერსონსთან. 

დაუშვებელია, რომ პარალიმპიურ თამაშებზე პარა ათლეტები უსამართლოდ იჩაგრებოდნენ და ყველას მიერ აღიარებულ შედეგს იპარავდნენ! 

ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი საამაყო პარაათლეტის გიგა ოჩხიკიძის უფებებს და ინფორმაციის განახლებისთანავე გაცნობებთ შედეგებს”, - აცხადებს იონათამიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ოჩხიკიძემ ბირთვი 9.66 მეტრზე ისროლა რითაც ოქროს მედალთან ერთად, მსოფლიო და პარალიმპური რეკორდი დაამყარა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი