ხელისუფლებისა და საპატრიარქოს შეთანხმება

01 სექტემბერი 2024, 15:01 329 ნახვა

ქართული ოცნება კიდევ ერთ საკონსტიტუციო ცვლილებას აანონსებს - თუკი საპარლამენტო არჩევნებში პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს კონსტიტუციის მეცხრე მუხლში, რომელიც სახელმწიფოსა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ურთიერთობას განსაზღვრავს, ახალი ჩანაწერი გაჩნდება.

რა კონკრეტულ ცვლილებაზეა საუბარი ამ დროისთვის უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება. სახელისუფლებო პარტიის ლიდერების ინფორმაციით, შეთანხმება საპატრიარქოსთან უკვე შედგა. ოპოზიცია შეთავაზების გასაჯაროებას ითხოვს.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში