ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვა

01 სექტემბერი 2024, 11:54 754 ნახვა

ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვა იგეგმება. ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის 2024 წლის სამოქმედო გეგმაში, რომელიც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ პარლამენტს წარუდგინა.

მთავრობა აღნიშნავს, რომ საქართველოში დინამიურად მზარდი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ფონზე, შესამჩნევად იზრდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და ყოველწლიურად, საქართველოს გზებზე ფიქსირდება ასობით ადამიანის გარდაცვალებისა და ათასობით ადამიანის სერიოზული დაშავების ფაქტი.

ამ სისტემის ფარგლებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირი სათანადო კომპენსაციას კანონით განსაზღვრულ ფარგლებში იღებს მაშინაც კი, როდესაც ავარია გამოწვეულია დაუზღვეველი ან/და დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით.

სოციალური დაცვის ამ ქმედითი მექანიზმის შესაქმნელად თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია, შეიძინოს სავალდებულო დაზღვევის პოლისი და გადაიხადოს სადაზღვევო პრემია.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში