პარლამენტის საშემოდგომო სესია 3 სექტემბერს გაიხსნება

01 სექტემბერი 2024, 10:46 278 ნახვა

მეათე მოწვევის პარლამენტი, ბოლო საშემოდგომო სესიას 3 სექტემბერს გახსნის.

რეგლამენტის შესაბამისად, პლენარული სხდომები 3-6 სექტემბრის კვირაში გაიმართება. ასევე, შესაძლოა, პლენარული სხდომები გაიმართოს 16-20 სექტემბრის კვირაშიც.

საშემოდგომო სესიის ფარგლებში პარლამენტი რამდენიმე კანონპროექტზე იმსჯელებს, რომელთა შორისაა ამნისტიის გამოცხადების თაობაზე მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებები, ასევე, ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებული კანონპროექტი.

რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი