თელ ავივში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

01 სექტემბერი 2024, 10:15 250 ნახვა

ისრაელში, თელ ავივში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეებმა ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლება მოითხოვეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ათასობით დემონსტრანტმა პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს „შეთანხმების დასრულებისა“ და ღაზაში მყოფი მძევლების დაბრუნებისკენ მოუწოდა.

აქციის მონაწილეები მთავრობას ადანაშაულებენ, რომ „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების დასაბრუნებლად საკმარის ძალისხმევას არ იღებს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი