ხელისუფლების შეთავაზება საპატრიარქოს-პოლიტიკური შეფასებები

30 აგვისტო 2024, 12:03 299 ნახვა

რა გადაწყვეტილებას მიიღებს საპატრიარქო ხელისუფლების შეთავაზებასთან დაკავშირებით, კვლავ უცნობია. მანამდე კი საკითხი პოლიტიკური პარტიების განხილვის მთავარი თემაა. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ ამ ინიციატივით ხელისუფლება საზოგადოებაში ყველაზე ავტორიტეტული სფეროს დაქვემდებარებას ცდილობს და საპატრიარქოში ამ რისკებს ხედავენ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეკლესიის დამოუკიდებლობა უნდა გაძლიერდეს და შეთავაზება ამის ხელისშემშლელი არ გახდება. მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ხელისუფლების ინიციატივაზე გუშინ საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეხვედრა გაიმართა, მათ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არ იგეგმება, საუბარია ჩანაწერში ეკლესიის როლის გაძლიერებაზე, საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი