ქორწინების იძულების ფაქტი

29 აგვისტო 2024, 19:53 393 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების ფაქტზე დაზარალებულის მამას ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, 17 წლის შვილს აიძულებდა, რომ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მის მიერვე შერჩეულ მამაკაცზე დაქორწინებულიყო.

დაზარალებული ქორწინებისგან თავის არიდების მიზნით ქვეყნის დატოვებას შეეცადა. დანაშაული 2-დან 4-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში