სტუდენტების დაფინანსების პროგრამა

29 აგვისტო 2024, 14:03 737 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული პირველკურსელებისთვის ქობულეთის მერიამ ფულადი ჯილდო დააწესა.

100%-იანი გრანტის მფლობელი 2 ათას ლარს მიიღებს, ათასი ლარი გადაეცემა  70%-იანი გრანტის მფლობელს,  500 ლარს კი მიიღებს  ის, ვინც ეროვნულ გამოცდებზე  50-იანი გრანტი მოიპოვა.

პროგრამა მე-4 წელია რაც ხორციელდება, წელს  თვითმმართველობის ბიუჯეტიდან  50 ათასი ლარია გამოყოფილი.

სტუდენტებმა შესაბამისი დოკუმენტაცია ქობულეთის მერიაში უნდა წარადგინონ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში