„თანამედროვე ქართული კერამიკა“- იყო აჭარის ხელოვნების მუზეუმში გამართული ლექცის მთავარი თემა, ლექცია ფესტივალ „კერამიკის ალქიმიის „ ნაწილია, რომელიც 25 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით პრაქტიკულ კერამიკულ და საგანმანათლებლო აქტივობებს მოიცავს.
კერამიკასთან მუშაობის მასტერკლასებში ბათუმელი და ჭვანის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდები მონაწილეობენ, სწორედ ჭვანაში, სოფელ ბრილში არსებულ კერამიკულ სახელოსნოში გაიმართება პრაქტიკული აქტივობები 1- დან 5 სექტემბრამდე, ფესტივალის დასკვნითი ნაწილი კი ,რომელიც გამოფენასა და დაჯილდოვებას მოიცავს 6 სექტემბერს აჭარის ხელოვნების მუზეუმშია დაგეგმილი.