რუსეთის სარაკეტო თავდასხმები დნეპროპეტროვსკის ოლქზე

27 აგვისტო 2024, 15:15 80 ნახვა

4 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული მორიგი მასიური დარტყმის შედეგად. დაზიანდა  4 მაღალსართულიანი კორპუსი და ათობით ავტომობილი. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით,  რუსეთმა უკრაინის მიმართულებით საჰაერო თავდასხმის 236 საშუალება გაუშვა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 102 რაკეტა და 99 დრონი. უკრაინის პრემიერ-მინისტრის, ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად დაზარალდა უკრაინის 15 ოლქი.. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთისთვის პასუხს ამზადებს.

მისი თქმით, რუსებმა მშვიდობიანი მოსახლეობის და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ 90-ზე მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენეს, მათ შორის ფრთოსანი, ბალისტიკური და აერობალისტიკური რაკეტები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში