ავიაკომპანია „სქაი ექსპრესი“ ათენი-თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს

27 აგვისტო 2024, 14:59 61 ნახვა

ბერძნული ავიაკომპანია Sky Express -ი 6 ნოემბრიდან ათენი -თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს. ავიარეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება. ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია Airbus 320 Neo ტიპის ბორტით იფრენს.

Sky Express - ი 2005 წლიდან 23 საჰაერო ხომალდით მსოფლიოს 21 საერთაშორისო მიმართულებით ოპერირებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში