საქართველოს პარალიმპიური ნაკრები პარიზში 14 სპორტსმენით იასპარეზებს

26 აგვისტო 2024, 20:12 430 ნახვა

საქართველოს პარალიმპიური ნაკრები პარიზში პარალიმპიადაზე იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები სპორტის 6 სახეობაში 14 პარაათლეტით იასპარეზებს. 

საქართველოს შემადგენლობა პარიზის პარალიმპიადაზე:

- ირმა ხეცურიანი - (ეტლით ფარიკაობა)
- ნინა თიბილაშვილი - (ეტლით ფარიკაობა)
- გიორგი ოჩხიკიძე - (ბირთვის კვრა)
- დავით ქავთარაძე -  (შუბის ტყორცნა)
- ანა ჯაფარიძე -  (პარატაეკვონდო)  (-54 კგ.)
- ლია ჩაჩიბაია -  (პარატაეკვონდო) (-47 კგ.)
- გიორგი ნიკოლაძე -  (პარატაეკვონდო) (-70 კგ.)
- ზურაბ ზურაბიანი - (პარაძიუდო)  ( -60 კგ.)
- გიორგი ქალდანი - (პარაძიუდო) (-73 კგ.)
- ინა ქალდანი - (პარაძიუდო)  (+70 კგ.)
- ლაშა ყიზილაშვილი - (პარაძიუდო) (-90 კგ.)
- რევაზ ჩიკოიძე - (პარაძიუდო) (+90 კგ.)
- ვლადიმერ ჭინჭარაული - (პარასროლა)
- აკაკი ჯინჭარაძე - (პარაწოლჭიმი)  (+107 კგ.)

ზაფხულის XVII პარალიმპიური თამაშები პარიზში ოფიციალურად 28 აგვისტოს გაიხსნება და 8 სექტემბერის ჩათვლით გაგრძელდება.

გულშემატკივარი პარიზში სპორტის 22 სახეობას იხილავს და მასში მონაწილეობას დაახლოებით 4400 პარასპორტსმენი მიიღებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი