რობერტ კენედი უმცროსმა კანდიდატურა დონალდ ტრამპის სასარგებლოდ მოხსნა

24 აგვისტო 2024, 11:49 323 ნახვა

რობერტ კენედი უმცროსმა, რომელიც ამერიკის პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, კამპანია შეწყვიტა და რესპუბლიკელ  კანდიდატს,  დონალდ ტრამპს მხარდაჭერა გამოუცხადა. კენედი უმცროსმა აღიშნა, რომ მას არჩევნებში გამარჯვების რეალისტური გზა არ აქვს, ტრამპის მხარდასაჭერად კი სამი მიზეზი დაასახელა: „ სიტყვის თავისუფლება, ომი უკრაინაში და შვილების წინააღმდეგ ომი.“

არიზონას შტატში გამართულ შეხვედრაზე, ტრამპმა კენედი უმცროსს  „ძალიან დაბალი ადამიანი, მაგრამ უაღრესად პატივცემული“ უწოდა. ასევე ტრამპმა პირობა დადო, რომ შექმნიდა კომისიას, რომელიც გამოიძიებს პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობებს, რომელიც, მისი თქმით, იმუშავებს 1963 წელს კენედი უმცროსის ბიძის, მაშინდელი პრეზიდენტის ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროებაზე.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი