პოლიტიკური გაერთიანება ,,ძლიერი საქართველოს” სარჩელი ცესკოს წინააღმდეგ

19 აგვისტო 2024, 14:43 369 ნახვა

პოლიტიკური გაერთიანება ,,ძლიერი საქართველო” სასამართლოში ცესკოს იმ დადგენილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, არჩევნების დღეს, საუბნო საარჩევნო კომისიებში ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრები აღარ ჩატარდება.

,,ძლიერი საქართველოს” წევრებმა დღეს ამ საკითხზე ბრიფინგი საქალაქო სასამართლოსთან გამართეს.  გიორგი სიორიძის თქმით, ცესკოს ახალი დადგენილებით საარჩევნო კოდექსი ირღვევა. მისი თქმით, დადგენილება არის უკანონო და პრობლემურია სამართლებრივად.

ამბობს, რომ ცესკო დღეს ერთპარტიულია, ყველაფერი კი არჩევნების გაყალბებისთვის ხდება. ცესკოში კი აცხადებენ, რომ წილისყრის პროცედურების ერთი კვირით ადრე გამართვა ხელს შეუწყობს საარჩევნო უბნის მომზადებას, რადგანაც დილის პროცედურები გარკვეულ დროს და მნიშვნელოვანია რომ უბანი  მომზადებული შეხვდეს პირველ ამომრჩეველს.  ამასთან უწყებაში აცხადებენ, რომ კომისიის წევრების ვინაობა ისედაც წინასწარ ცნობილია.  ოპოზიციის სარჩელთან დაკავშირებით სხდომა სასამართლოში ხვალ გაიმართება.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში