უკრაინამ კურსკის ოლქში მდებარე ხიდი დასავლური რაკეტებით დაბომბა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„კურსკის ოლქს ცეცხლი დასავლური წარმოების სარაკეტო გამშვები დანადგარების, სავარაუდოდ, ამერიკული HIMARS-ებით გაუხსნეს“, - განაცხადა ზახაროვამ.
ზახაროვას თქმით, სარაკეტო დარტყმის შედეგად, მოხალისეები დაიღუპნენ, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ცდილობდნენ.
„თავდასხმის შედეგად, გლუშკოვოს რაიონში, მდინარე სეიმის ხიდი მთლიანად განადგურდა და მოხალისეები, რომლებიც ევაკუირებულ მშვიდობიან მოსახლეობას ეხმარებოდნენ, დაიღუპნენ“, - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი.
კურსკის ოლქში, მდინარე სეიმის დაბომბვის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.