ფესტივალი მუსიკა ბათუმიდან

17 აგვისტო 2024, 12:02 122 ნახვა

ბათუმში საავტორო მუსიკის რადიო ფესტივალი მუსიკა ბათუმიდან იწყება. პროექტის ავტორები ბათუმელებს და ქალაქის სტუმრებს საინტერესო საღამოებს ჰპირდებიან. ფესტივალის მთავარი ლოკაცია კვლავ რადიო აჭარის მიმდებარე ტერიტორია, მემედ აბაშიძის 57 ნომერი იქნება.

ფესტივალი საღამოს 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და საათნახევარს გაგრძელდება. ბათუმური საღამოები წელს განსხვავებული შემადგენლობით გაიმართება და მასში 8 შემსრულებელი და მუსიკალური ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას. ვინც ფესტივალზე დასწრებას ვერ შეძლებთ გული არ დაგწყდეთ.

ბათუმელი შემსრულებლების მოსმენა რადიო აჭარის საშუალებით შეგეძლებათ. საავტორო მუსიკის საღამოები კონცერტის პარალელურად რადიოს პირდაპირი ეთერით გადაიცემა. საავტორო მუსიკის რადიო ფესტივალი 17 აგვისტოდან 21-ი აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. პროექტს „მუსიკა ბათუმიდან“ აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფინანსებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში