სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობის მშენებლობა

16 აგვისტო 2024, 11:58 145 ნახვა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ახალი სათავო ოფისის მშენებლობა დაათვალიერა. სამშენებლო სამუშაოები თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ.-ზე მიმდინარეობს. შენობა სამსახურის ფუნქციებსა და საქმიანობის სპეციფიკაზე სრულად იქნება მორგებული.

აღიჭურვება უსაფრთხოებისთვის აუცილებელი თანამედროვე ტექნიკით და სრულად იქნება ადაპტირებული. მოეწყობა არასრულწლოვანთა გამოკითხვის სივრცეები, ამოცნობის და დროებითი დაკავების ოთახები, ნივთიერ მტკიცებულებათა საცავი, სასერვერო, საარქივო, სათავსო ოთახები და ოპერატიული დანიშნულების ავტომობილების პარკირების სივრცე.

უწყების ამჟამინდელი შენობა ვერ პასუხობს საგამოძიებო ორგანოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელ მინიმალურ მოთხოვნებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალი სათაო ოფისის მშენებლობის დასრულება 2025 წლის დეკემბერში იგეგმება. პროექტის ღირებულება 17 850 000 ლარს შეადგენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში