ბათუმის მერიის სერვისცენტრებში უსახლკაროს სტატუსის მაძიებელთა განაცხადების რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება.

15 აგვისტო 2024, 19:49 413 ნახვა

ბათუმის მერიის სერვისცენტრებში უსახლკაროს სტატუსის მაძიებელთა განაცხადების რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის წესში განხორციელებული ცვლილების შედეგად გამარტივდა არსებული კრიტერიუმები, რაც პროგრამაში საჭიროების მქონე უფრო მეტი პირისა თუ ოჯახის ჩართვის შესაძლებლობას იძლევა:

• შეიცვალა ქირაში უწყვეტად ყოფნის ვადა და ნაცვლად 06 თვისა განისაზღვრა 1 წელი

• საარსებო მინიმუმის ერთმაგი ოდენობის ნაცვლად განისაზღვრა ორმაგი ოდენობა

• შეიცვალა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის რაოდენობა და ერთჯერადად საზღვრის გადაკვეთის ვადა, ნაცვლად 24 საათისა, გახდა 15 კალენდარული დღე.

უსახლკაროდ რეგისტრაციისათვის საჭიროა განაცხადი, რომელსაც თან უნდა ერთოდეს:

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

• შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში

• ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს უსახლკარო პირად რეგისტრაციისთვის მოთხოვნილი გარემოებების არსებობა ან/და განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია.

ოჯახის შემთხვევაში:

• ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი

• ოჯახის წევრთა შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში

• ოჯახი უფლებამოსილია წარმოადგინოს ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციისთვის მოთხოვნილი გარემოებების არსებობა ან/და განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია.

განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 19 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

განაცხადებს კომისია განიხილავს ბათუმის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად ან ოჯახად რეგისტრაციის წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ის პირები/ოჯახები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის წესის მოთხოვნებს, დადგენილი წესით დარეგისტრირდებიან უსახლკარო პირებად/ოჯახებად.

განაცხადების მიღება შესაძლებელია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში, შემდეგ მისამართებზე:

• გონიო-კვარიათის ადმინისტრაციული ერთეული - აფსაროსის გზატკეცილი, III შესახვევი #22

• აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეული - აეროპორტის გზატკეცილის #55

• ბათუმის სამრეწველო ადმინისტრაციული ერთეული - დიდაჭარის ქ. #21

• კახაბრის ადმინისტრაციული ერთეული - ფრიდონ ხალვაშის გამზირის მე-12 ჩიხის #2

• აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეული - დავით აღმაშენებლის ქ. #19 ა

• ხიმშიაშვილის ადმინისტრაციული ერთეული - ტბელ აბუსერიძის ქ. #7

• ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეული - ი. ჯავახიშვილის ქ. #70

• თამარის ადმინისტრაციული ერთეული - კონსტიტუციის ქ. #1

• ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციული ერთეული - გოგოლის ქ. #14

• ბაგრატიონი 1-ის ადმინისტრაციული ერთეული - ვაჟა-ფშაველას ქ. #91 ა

• ბაგრატიონი 2-ის ადმინისტრაციული ერთეული - ჭავჭავაძის ქ. #75

• რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული - ლერმონტოვის ქ. #8

• ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეული - ლუკა ასათიანის ქ. #37 ა

• მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეული - ახალგაზრდობის ქ. #2 ბ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი