"კავკასიის ქურთები - მომავლის პერსპექტივა" - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

15 აგვისტო 2024, 14:54 333 ნახვა

თბილისი საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით "კავკასიის ქურთები - მომავლის პერსპექტივას" პირველად მასპინძლობს. შეხვედრებს ოცამდე დიასპორული ორგანიზაცია ესწრება. კონფერენციაზე სამხრეთ კავკასიის ქურთული თემის პრობლემებსა და იეზიდი ქურთების კულტურული იდენტობის შენარჩუნების საკითხებს განიხილავენ. მსჯელობენ ისლამური სახელმწიფოს მიერ 2014 წელს შანგალის იეზიდების გენოციდის მსგავსი ტრაგედიების პრევენციების პოლიტიკის შემუშავებაზეც. კონფერენცია დღეს გაიხსნა და ხვალ დაიხურება.

ნატალია კიკვაძე
ტექნიკური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი