საქართველო-ჩეხეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება

15 აგვისტო 2024, 10:05 171 ნახვა

საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩის ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმით TKT.GE-ზე დღეს, 12:00 საათიდან დაიწყება.

ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მათი ფასი 10-30-50 ლარი იქნება.

7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას გამართავს.

მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში