ხელვაჩაურის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადება 

12 აგვისტო 2024, 14:18 431 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობა'' კორუფციულ სქემაზე საუბრობს. ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი პროკურატურას მიმართავს დაიწყონ გამოძიება მდინარე ჭოროხიდან უნებართვოდ ათობით ტონა ინერტული მასალის მოპოვებასთან დაკავშირებით.

მიშა ბოლქვაძის განცხადებით, ფაქტის შესახებ ყველა შესაბამისი უწყება წლებია ინფორმირებულია, თუმცა რეაგირების მიღმა რჩება.

მაუწყებელს პარტიიდან ვიდეო მასალა მოაწოდეს, სადაც მათი მტკიცებით, ვიდეოზე დაფიქსირებულია ის მძიმე ტექნიკა, რომელსაც ტერიტორიიდან დასაშვებ ოდენობაზე მეტი ინერტული მასალა გააქვს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი