აშშ უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
სამხედრო დახმარების პაკეტი HIMARS-ის სისტემებისთვის საბრძოლო მასალას, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს, Stinger-ის ტიპის რაკეტებს, Javelin-ისა და AT-4-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსა და TOW-ს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს მოიცავს.
29 ივლისს, აშშ-მა უკრაინისთვის ორი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა, რომელთა საერთო ღირებულება 1,4 მილიარდი დოლარია.