საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ოლიმპიურ სოფელში შეხვდა.
იოსებ ბაღათურია ქართველ ოლიმპიელებს, მათ მწვრთნელებსა და ექიმებს გაესაუბრა, გაეცნო ასპარეზობისთვის სპორტსმენების მზადების პროცესს. ის გაესაუბრა ასევე იმ სპორტსმენებს, რომლებიც ოლიმპიადაზე უკვე გამოვიდნენ.
იოსებ ბაღათურიამ ოლიმპიელებს სპორტის სამინისტროს სახელით ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.