ლიპეცკის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, დაშავდა ცხრა ადამიანი - ოლქის გუბერნატორი

09 აგვისტო 2024, 10:39 399 ნახვა

რუსეთის ლიპეცკის ოლქის გუბერნატორი იგორ არტამონოვი აცხადებს, რომ ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც დაშავდა ცხრა ადამიანი და დაზიანდა ენერგოობიექტი.

ოლქის გუბერნატორის თქმით, ელექტროენერგიით მომარაგება შეფერხებულია. თავდასხმის შედეგად დაშავებული პირები მკურნალობას ადგილობრივ საავადმყოფოში განაგრძობენ.

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის რეგიონების თავზე 75 უკრაინული დრონი გაანადგურეს.

„გასული ღამის განმავლობაში, როდესაც კიევის რეჟიმი ცდილობდა ტერორისტული თავდასხმის განხორციელებას უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეაკავეს და გაანადგურეს 75 თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

რუსული მედიის ცნობით, კურსკის ოლქის რილსკის რაიონში მოსახლეობის უსაფრთოების მიზნით ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი