21 სექტემბერს თბილისში „მილანისა“ და საქართველოს ნაკრების ლეგენდების მატჩი გაიმართება

08 აგვისტო 2024, 15:29 532 ნახვა

საქართველოს ლეგენდების ნაკრები იტალიური „მილანის“ ლეგენდების წინააღმდეგ იასპარეზებს. მატჩის გამართვა დღეს ოფიციალურად გადაწყდა. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

იტალიელი და ქართველი ფეხბურთელები ერთმანეთს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე 21 სექტემბერს დაუპირისპირდებიან.

ცნობილია რამდენიმე ლეგენდა, რომელებიც მატჩში მიიღებენ მონაწილეობას: მილანიდან კაფუ, დიდა, რივალდო, კაკა, ზეედორფი და სხვები.საქართველოდან – ძმები არველაძეები, კახა კალაძე, გიორგი ქინქლაძე, დავით მუჯირი…

ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში