ძალოსანი შოთა მიშველიძე ოლიმპიადაზე მეექვსე იყო

08 აგვისტო 2024, 09:58 328 ნახვა

პარიზის ოლიმპიადაზე ტრავმის მიზეზით უმედლოდ დაასრულა ასპარეზობა 61 კილოგრამ წონაში მოასპარეზე ქართველმა ძალოსანმა, შოთა მიშველიძემ. მან ატაცში 121 კილოგრამი დაძლია, ხოლო აკვრაში ჯერ 125 ასწია, შემდეგ – 135, ბოლოს 150-კილოგრამიან შტანგასთან მივიდა. თუმცა ცდა გაუცუდდა და აკვრაში ყველაზე მაღალი 135 კილოგრამი დარჩა.

ამ შედეგით ის ორჭიდის ჯამში მეექვსე იყო, მან 256 კილოგრამი დააფიქსირა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში