სამხრეთ კორეის სამთო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე რეჟისორი ანი ჟღენტის დოკუმენტურმა ფილმმა ‘’გედი’’ მთავარი პრიზი მოიპოვა. რეჟისორი გრან პრით დაჯილდოვდა.
ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნიდან 2 ათასამდე ფილმი იყო წარდგენილი. ‘’გედი’’ აჭარის ტელევიზიის დოკუმენტური ფილმების სტუდიის ბაზაზე გასულ წელს გადაიღეს. ფილმი ახლგაზრდა უსინათლო მუსიკოსის ცხოვრების შესახებაა, ის ეთნო კულტურის ელემენტებს შეიცავს.