ბევრი მიმართულებაა, სადაც შეიძლება, დაისაჯოს მთავრობა, მაგრამ არ შეიძლება, ქართული ჯარი, რომელზეც დგას ჩვენი თავდაცვა, დაისაჯოს, ეს ცოტა ვერ გავიგე და უთუოდ გავარკვევ - პრეზიდენტი

06 აგვისტო 2024, 10:14 438 ნახვა

ძალიან ბევრი მიმართულებაა, სადაც შეიძლება, დაისაჯოს ეს მთავრობა და უნდა დასაჯონ, მაგრამ არ შეიძლება, რომ ქართული ჯარი, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი თავდაცვა, ის დაისაჯოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა  პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქართული ჯარი მოსახლეობის სრული ნდობით სარგებლობს და მისი დასჯა არ უნდა მოხდეს.

„ამერიკა ხომ არ არის შენი პატარა ბავშვი, რომ ასე აბურთავებ. ის ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფოა. შენ ასე ექცევი და გგონია, რეაგირებაც არ ექნება? მაგრამ ორი რამ არ მესმის. არ მესმის, ჩვენი ჯარისთვის ბიუჯეტის შეზღუდვა და არ მესმის, თუ ეს მართალია, ჯერ ბოლომდე არ არის გარკვეული, ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეზღუდვა. ძალიან ბევრი მიმართულებაა, სადაც შეიძლება, დაისაჯოს ეს მთავრობა და უნდა დასაჯონ, მაგრამ არ შეიძლება, რომ ქართული ჯარი, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი თავდაცვა, ის დაისაჯოს.

მით უმეტეს, ის მთლიანად არის შექმნილი ამერიკის მიერ. ეს ცოტა ვერ გავიგე და უთუოდ გავარკვევ. ის, რომ წვრთნები გადაიდო, გასაგებია. არჩევნებამდე, ვიდრე არ გაირკვევა ყველაფერი, რაღაც ნიშნები შეიძლება მოგცენ, მაგრამ ჯარისთვის ხელის ხლება არ შეიძლება, რადგან ჩვენი ჯარი სარგებლობს მოსახლეობის სრული ნდობით და ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ნამდვილი, შეიძლება ვთქვათ, რომ ერთადერთი საყრდენი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე განცახდებით,  ყველა გველოდება, ყველაფერი არის შეჩერებული და არა - გაჩერებული, ეს შეჩერება არის არჩევნებამდე.

" ყველა გველოდება. ყველაფერი არის შეჩერებული და არა – გაჩერებული, არ არის სამუდამოდ გაყინული ან გადახედილი ეს შეჩერება არის შეჩერება არჩევნებამდე, რომ ყველამ დაინახოს, სად არის საქართველოს მოსახლეობის ნება. ნების გამოხატვის შემდეგ ყველაფრის აღდგენა შესაძლებელი იქნება, თუკი ეს ნება გამოიხატება იმ ქარტიაში, რომელსაც ხელი მოაწერა პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურმა პარტიამ. ეს პარტიები იღებენ ამ მხრივ ვალდებულებას, პარლამენტში ვინც შევა და როგორც შევა იმ ძალით, რომ შეასრულონ ქარტია, მიიღონ ეს კანონმდებლობა, გააუქმონ ის ანტიევროპული კანონმდებლობები რაც ბოლო პერიოდში მიიღეს, სიმბოლურად, ყველაზე მნიშვნელოვანი „რუსული კანონი“. ამით დაუდასტურონ ჩვენს პარტნიორებს, რომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ნება, რომ დავუბრუნდეთ ევროპის გზას“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი