სათანადო ვადებში ყველა შესაბამისი მყინვარი იქნება დაფარული მონიტორინგის სისტემით - პრემიერი

03 აგვისტო 2024, 15:18 109 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში გაიმართება შეხვედრა, სადაც შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ყველა დაინტერესებული პირი, ტრაგედიის გამოძიებაზე ინფორმაციას მიიღებენ.

პრემიერის თქმით, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ ექსპერტებსაც და დასვან კითხვები.

„დღესაც შევპირდი ჭირისუფლებს, რომ უახლოეს დღეებში შეგვიძლია, დავაორგანიზოთ შეხვედრა, სადაც ყველა დაინტერესებული პირი გაეცნობა ინფორმაციას გამოძიების დეტალებზე, მათ შორის, ექნებათ იმის საშუალება, რომ ექსპერტებს მოუსმინონ. დამატებითი კითხვები თუ ექნებათ, ამ დამატებით კითხვებსაც ჩავუღრმავდებით. უკვე გავეცი დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს მომავალში, ასეთი, შეხვედრა აუცილებლად შედგება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. გასული წლის 3 აგვისტოს ჩამოწოლილ მეწყერს 33 ადამიანი ემსხვერპლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში