ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „ბათუმი 2024“, რომელშიც ექვსი ქვეყნის ასამდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. შეჯიბრება, რომელიც ერთი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა, ფიდეს წესებით, 8, 10, 12 და 20 წლამდე ვაჟთა და გოგონათა შორის ჩატარდა. ფესტივალის მსვლელობისას ასევე გაიმართა გია მახარაძის სახელობის ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში და მწვრთნელთა კონკურსი.
გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებითა და თასებით, ასევე სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. საჭადრაკო ფესტივალი აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.