დღეს პარიზში ორი ქართველი სპორტსმენი იასპარესებს

01 აგვისტო 2024, 10:31 525 ნახვა

პარიზის ოლიმპიური თამაშების მეექვსე საშეჯიბრო დღეს ორი ქართველი იასპარეზებს. დღეს ძიუდოისტი ილია სულამანიძე და მოკრივე ლაშა გურული გამოვა.

ილია სულამანიძე (100 კგ.) პირველი წრისგან თავისუფალია და ოლიმპიადაზე მერვედფინალიდან ჩაერთვება. ძიუდოს წინასწარი შეხვედრები 12:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზეა დაგეგმილი.

ლაშა გურული კი კრივში, 63,5 კგ წონით კატეგორიაში მეოთხედფინალურ ბრძოლას ყაზახი ბაზარბი ულუ მუხამედსაბირის წინააღმდეგ ჩაატარებს.

გურულის ბრძოლა თბილისის დროით 23:36 საათისთვის დაიწყება.
ოლიმპიური თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

ამ დროისთვის საქართველოს 1 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი აქვს, რითაც 206 ოლიმპიადის მონაწილე კომიტეტს შორის, მე-14 ადგილზე იმყოფება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი