ლაშა ბექაური ოლიმპიადის მეოთხედფინალში იასპარეზებს

31 ივლისი 2024, 14:00 594 ნახვა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის მეხუთე საშეჯიბრო დღე მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90კგ) გამარჯვებით გახსნა.

მერვედფინალში ქართველმა ბულგარელი ივაიოლო ივანოვი ვაზარით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

ბექაურის შემდეგი მეტოქე ამერიკელ ჯაინსსა და კორეელ ჰანს შორის გამარჯვებული იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი