ინდოეთში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 63-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 125 ადამიანი კლინიკებში გადაიყვანეს.
ინდოეთში ძლიერი წვიმების შედეგად კერალას შტატში მეწყერი ჩამოწვა.