„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ შეეხება ჩვენს საფინანსო სექტორს - ნათია თურნავა

30 ივლისი 2024, 17:05 427 ნახვა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით არ ვართ ჩართული კონსულტაციებში, რადგან ეს კანონი არ შეეხება ჩვენს საფინანსო სექტორს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საბანკო საიდუმლოება დაცულია კანონით.

"პირველ რიგში, ცნობილია, რომ ის ფიზიკურ პირებს საერთოდ არ ეხება და ზოგადად, საბანკო კონფიდენციალურობა დაცული არის სპეციალური კანონმდებლობით, რომელიც არეგულირებს საბანკო სექტორს. აქედან გამომდინარე, კანონს ჩვენთან პირდაპირი შეხება ამ კუთხით არ აქვს. ზოგადად, გამჭვირვალობას მივესალმებით. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე სტრუქტურა, მაგრამ უშუალო შეხება საფინანსო სექტორთან და კონფიდენციალურობასთან არ აქვს. ბუნებრივია, რომ ჩვენ არც უნდა ვიყოთ ამ პროცესში ჩართული. ვფიქრობ, რომ ამაზე კანონის ავტორებმა ამომწურავი განმარტება გააკეთეს. ეს კანონი არ შეეხება ფიზიკურ პირებს. საბანკო სექტორს რაც შეეხება, საბანკო საიდუმლოება დაცულია კანონით. მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა, დანარჩენზე უფრო კომპეტენტურ ორგანოებს შეგიძლიათ მიმართოთ“, - აღნიშნა თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი