ხვალ, 30 ივლისს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გალა კონცერტი იმართება. ეს იქნება ცენტრის შემაჯამებელი კონცერტი, რითაც სეზონსაც დახურავენ.
კონცერტში მონაწილეობენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტები, ასევე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და კაპელა.
როგორც მუსიკალური ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორები ამბობენ, ეს იქნება განსაკუთრებული და განსხვავებული საღამო, რომლის დამდგმელი რეჟისორი ზაზა სიხარულიძეა.
კონცერტი ხვალ საღამოს 20 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა სხვადასხვა ონლაინ პლატფორმასა და ცენტრის სალაროში შეიძლება.
ამ დროისათვის ყველა მონაწილე გუნდმა გენერალური რეპეტიცია უკვე დაასრულა.