ქედაში, დღეს დილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაღუპულია მსუბუქი ავტომობილის მძღოლი.
მომხდარის შედეგად ერთი პირი დაშავდა, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი